Skip to main content

დრონით მომსახურება: აეროგადაღება და ფოტოგრამეტრია.

ომნიდრონი გაგიწევთ დრონით მომსახურებას კომპანიებს და კერძო პირებს: უძრავი ქონების აეროგადაღება, ორთოფოტოს შედგენა, ტოპორუკის აგება, 3D მოდელირება, მოცულობების ანალიზი, მონიტორინგი და აეროინსპექციები საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ფოკუსია ფოტოგრამეტრიის მეთოდებით აერომონაცემების დამუშავება-ანალიზი, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით.

ჩვენი სერვისები

ორთოფოტოს დამზადება

დეტალური, სანტიმეტრების სიზუსტით გეორეფერენსირებული ორთოფოტო.

რელიეფის და ტოპორუკის აგება

ზუსტი და ინფორმაციული რელიეფის მოდელი და ტოპორუკა.

3D მოდელირება

ტერიტორიის ან ობიექტების რეალისტური სამგანზომილებიანი მოდელი.

მონიტორინგი

ტერიტორიის პერიოდული დოკუმენტირება ორთოფოტოების, რუკების ან ფოტო-ვიდეომასალის გამოყენებით.

მოცულობების ანალიზი

თხრილების, მიწაყრილების და სხვა მასალის მოცულობების გამოთვლა ფოტოგრამეტრიული მეთოდით.

უძრავი ქონების აეროგადაღება

უძრავი ქონების ფოტო და ვიდეოგრაფია, პანორამების დამზადება მარკეტინგული თუ სხვა მიზნებით.

მომსახურება ნებისმიერ სფეროში

ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს ვთავაზობთ სწრაფ, ზუსტ და ხარისხიან გადაწყვეტილებებს.

სამოქალაქო მშენებლობა
უძრავი ქონება
სამთო-მომპოვებელი
სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვა და მონიტორინგი
ტურიზმი

ტექნოლოგია

DJI Mavic 3 Enterprise

ეს დრონი შექმნილია სპეციალურად ინდუსტრიული მიზნებისთვის, როგორიცაა ტოპოგრაფია და მოდელირება. ამ მოდელის უპირატესობებია RTK მხარდაჭერა, მის წინამორბედ Phantom 4 RTK-ზე კიდევ უფრო მაღალი გარჩევადობის კამერა, ხანგრძლივი ფრენის დრო, უსაფრთხოება და საიმედოობა.

საკონტროლო წერტილები

საკონტროლო წერტილები გეორეფერესირების სიზუსტის გასაზრდელად გამოიყენება. ამ მეთოდით ჰორიზონტალური ცდომილების 1-3 სმ-მდე შემცირებაა შესაძლებელი. შედეგად გაცილებით მცირე დროში, ნაკლები დანახარჯებით შეგვიძლია მივიღოთ ისეთივე სიზუსტის ტოპორუკა, როგორიც ტრადიციული აზომვითი სამუშაოების შედეგად იქნებოდა შესაძლებელი.

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა ისეთევე მნიშვნელოვანია საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად, როგორც საველე ტექნოლოგიები. თანამედროვე ფოტოგრამმეტრიის და GIS პროგრამები (Metashape, Pix4D Mapper, ArcGis Pro, ა.შ.) უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის და იოლად აღქმადი პროდუქტების გენერაციას.

რატომ ჩვენ

გამოცდილება

ჩვენ გუნდს აქვს როგორც დიდი გამოცდილება დრონის პილოტირებასა და გეოსივრცული მონაცემების დამუშავებაში, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციები.

სიზუსტე, ხარისხი, ეფექტურობა

მიიღეთ მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო და ზუსტი გეოსივრცული სერვისი. ჩვენი ტექნოლოგიები ზოგავს დროს და ამცირებს შრომის ხარჯებს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.

სისწრაფე

შეგვითანხმეთ პროექტის დეტალები და მიიღეთ სასურველი შედეგი დათქმულ ვადებში.

თქვენზე მორგებული

ჩვენი მომსახურება მთლიანად თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. გვითხარით რა გჭირდებათ და ჩვენ დავდებთ შედეგს.