Skip to main content

მონიტორინგი

  აღწერა

მიიღეთ კონკრეტული ტერიტორიის დინამიური გეოსივრცული და ვიზუალური ინფორმაცია ჩვენი პერიოდული მონიტორინგის სერვისის დახმარებით. ჩვენ გთავაზობთ მონიტორინგს წინასწარ შეთანხმებული ინტერვალებით (კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ და ა.შ.), რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მშენებლობის პროგრესი, კარიერების მუშაობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ან გარემოს ცვლილებები.

რას მიიღებთ

  • ორთოფოტოების სერია: გეორეფერენსირებული რუკები მონიტორინგის თითოეული ეტაპისთვის, ერთნაირი მასშტაბით და რეზოლუციით.
  • ცვლილებების ანალიზი: ვიზუალური შედარება ცვლილებების ჰაილაიტებით.
  • გრაფიკული რეპორტი: PDF დოკუმენტი თითო მონიტორინგზე: მოიცავს შედარებით ვიზუალს, ანოტაციებს, ძირითადი ცვლილებების მიმოხილვას.
  • 3D მოდელების სერია (საჭიროების შემთხვევაში): ცვლილებების ანალიზი სამგანზომილებიან სივრცეში (მაგ. გრუნტის მოძრაობა, მშენებლობის ეტაპები).
  • ფოტო და ვიდეო მასალა: ტერიტორიის მაღალი რეზოლუციის ფოტო-ვიდეომასალას გამოიყენებთ როგორც დამატებითი ინფორმაციის წყაროს.

  გამოყენება

  • მშენებლობის მონიტორინგი: პროგრესის კონტროლი დეველოპერებისთვის, ინჟინრებისთვის, ზედამხედველებისთვის.
  • კარიერების და სამრეწველო ზონების კონტროლი: მოცულობებისა და სამუშაო ზონების ცვლილებების ფიქსაცია.
  • სასოფლო-სამეურნეო არეალები: კულტურების განვითარების მონიტორინგი, ნიადაგის მდგომარეობის ვიზუალური ცვლილება.
  • გარემოს დაცვა და ტყის ზედამხედველობა: დეგრადაციის, უკანონო ჭრის ან ბუნებრივი მოვლენების შედეგების დოკუმენტირება.

  ჩვენი უპირატესობა

  • სისტემური ფრენა ერთნაირი პარამეტრებით: მონაცემთა თანმიმდევრულობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს ცვლილებების შედარებისას.
  • RTK სიზუსტე: ყველა მონიტორინგი ხორციელდება 2-5 სმ სიზუსტით, შედარებითი ანალიზის მაქსიმალური სიზუსტისთვის.
  • მოქნილობა: შეგვიძლია მოვახდინოთ მონიტორინგის გრაფიკის სრული ადაპტაცია თქვენი საჭიროებების შესაბამისად.