Skip to main content

3D მოდელირება

  აღწერა

მიიღეთ თქვენი ტერიტორიის ან ობიექტის სამგანზომილებიანი ციფრული ასლი და დაათვალიერეთ ყველა კუთხიდან, შეასრულეთ გაზომვები, გამოიყენეთ შთამბეჭდავ პრეზენტაციებში ან დაამატეთ ციფრულ არქივში. DJI Mavic 3 Enterprise დრონს სხვა უპირატესობებთან ერთად აქვს 3D მოდელირებისთვის განკუთვნილი ჭკვიანი ფრენის რეჟიმიც, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ რეალისტური და ზუსტი მოდელები, რომლებიც გამოსადეგია როგორც ტექნიკური ანალიზისთვის, ისე ვიზუალური პრეზენტაციისთვის. 3D მოდელები გვეხმარება რთული ზედაპირების ანალიზში, მშენებლობის დოკუმენტაციაში და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ციფრულ კონსერვაციაში.

რას მიიღებთ

  • ტექსტურირებული 3D მოდელი (.OBJ, .FBX, .GLB და სხვა ფორმატებით): შესაძლებელია გამოყენება CAD, BIM ან გრაფიკული პროგრამებში.
  • წერტილოვანი ღრუბელი (Point Cloud .LAS/.XYZ/.ply): იდეალურია ზედაპირის ანალიზისა და არქიტექტურული აზომვებისთვის.
  • ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში): ტექნიკური ანგარიში მოდელის აღწერით, დეტალებით და გამოყენებული მეთოდოლოგიით.

  გამოყენება

  • სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ვიზუალიზაცია
  • კულტურული მემკვიდრეობის 3D დოკუმენტირება
  • უძრავი ქონების ინტერაქტიული პრეზენტაცია
  • კარიერების ზედაპირის დეტალური შესწავლა
  • ინჟინრული ანალიზი და მოცულობების გამოთვლა

  ჩვენი უპირატესობა

  • oსიზუსტე: RTK მოდულის და GCP-ების გამოყენებით მოდელის პოზიციური სიზუსტე შეადგენს ~2-5 სმ-ს.
  • რეალისტურობა და დეტალები: დრონის მაღალი გარჩევადობის კამერა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამგანზომილებიან მოდელებს.
  • სისწრაფე: სტანდარტული პროექტის მიწოდების დროა 3-6 სამუშაო დღე მოდელის ზომისა და სირთულის მიხედვით.