Skip to main content

უძრავი ქონების აეროგადაღება

  აღწერა

შეხედეთ თქვენს უძრავ ქონებას სრულიად ახალი პერსპექტივით, წარუდგინეთ შთამბეჭდავი ფოტო-ვიდეომასალა კლიენტებს და ინვესტორებს, გამოიყენეთ საპროექტო მიზნებისთვის, ან მოიზიდეთ მეტი ვიზიტორი თქვენს სასტუმროში ინსპირაციული პანორამული ხედების დახმარებით. აეროგადაღება იდეალურია გაყიდვების, სარეკლამო კამპანიების, დეველოპერული და საინვესტიციო პრეზენტაციებისთვის. სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას -  როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს.

რას მიიღებთ

ფოტოები (JPEG / RAW): მაღალი რეზოლუციის ფოტოები სხვადასხვა სიმაღლიდან და კუთხიდან - საუკეთესო კომპოზიციებით.

ვიდეო 4K რეზოლუციით (MP4 / MOV): სტაბილური და გემოვნებით გადაღებული კადრები: ფრენა ობიექტის გარშემო, ზემოდან და პანორამულად.

პანორამა: ინტერაქტიული 360° ან სხვა ტიპის პანორამული ხედები.

საველე კონსულტაცია გადაღებამდე: დაგეხმარებით ლოკაციის შეფასებასა და კადრების წინასწარ დაგეგმვაში.

  გამოყენება

  • საცხოვრებელი სახლები, აგარაკები.
  • მშენებარე ან დასრულებული კორპუსები.
  • სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები.
  • მიწის ნაკვეთები, ვენახები, სანაპირო ტერიტორია.
  • ინდუსტრიული ობიექტები და კომერციული ფართები.

  ჩვენი უპირატესობა

  • შთამბეჭდავი ვიზუალი: ვიცით როგორ გადავიღოთ ობიექტი ისე, რომ შედეგი ვიზუალურად დაუვიწყარი გახდეს.
  • სწრაფი მიწოდება: დაუმუშავებელ მასალას 1-2 სამუშაო დღეში, ხოლო საბაზისო დამუშავებით 3-5 დღის ვადაში მოგაწვდით.
  • ხარისხი: ჩვენ მოგაწვდით მაღალი რეზოლუციის ფოტო და ვიდეო პროდუქტს, შესანიშნავი განათებით და გადაღების კუთხით.