Skip to main content

მოცულობების ანალიზი

  აღწერა

ზუსტად განსაზღვრეთ მიწაყრილის ან სხვა მასალის მოცულობები, დაგეგმეთ და მართეთ პროექტი უფრო ეფექტურად. ჩვენ ვახორციელებთ კარიერებზე, სამშენებლო მოედნებზე და სხვა საინჟინრო თუ ინდუსტრიულ არეალებზე არსებული მასალების მოცულობების ანალიზს ფოტოგრამეტრიული მეთოდებით. DJI Mavic 3 Enterprise დრონის გამოყენებით ვქმნით მაღალი სიზუსტის ციფრულ ზედაპირის მოდელებს (DSM/DTM) და ორთოფოტოებს, რის შემდეგაც ვასრულებთ მოცულობების ანალიზს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფით (Agisoft, DJI Terra).

რას მიიღებთ

  • რელიეფის ციფრული მოდელი (DSM/DTM): საკონტროლო წერტილებით და RTK ტექნოლოგიით აგებული სანტიმეტრების სიზუსტის რელიეფის მოდელი.
  • გრაფიკული მოცულობის ანალიზი: მოცულობის სხვაობის ფერადი ვიზუალიზაცია.
  • რიცხვითი მონაცემები: მთლიანი მოცულობა (m³), ზედაპირის ფართობი (m²).
  • ანგარიში: მოცულობების ანალიზის დეტალური ანგარიში PDF ფორმატში.

  გამოყენება

  • კარიერების ინვენტარიზაცია: მოპოვებული ან დარჩენილი მასალების მოცულობის დადგენა.
  • სამშენებლო უბნები: გრუნტის ამოღება/დაყრის კონტროლი და პროექტის პროგრესის დოკუმენტირება.
  • გეოტექნიკური მონიტორინგი: მეწყერის ზონების ან ცვალებადი რელიეფის მოცულობითი ანალიზი.
  • გეგმარების ოპტიმიზაცია: ბიუჯეტისა და სამუშაოების უკეთესი დაგეგმვა სიზუსტეზე დაყრდნობით.

  ჩვენი უპირატესობა

  • მაღალი სიზუსტე: RTK და GCP ტექნოლოგიის საფუძველზე მიღებული 2–5 სმ ჰორიზონტალური სიზუსტის მონაცემები.
  • დროული შედეგები: შედეგების მიწოდება 2–5 სამუშაო დღეში (პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე).
  • თქვენზე მორგებული ფორმატი: მოგაწვდით თქვენთვის ხელსაყრელი ფორმატის ფაილებს: .pdf, .xls, .dxf ან GIS ფორმატებში შემუშავებული ფაილები.