Skip to main content

რელიეფის და ტოპორუკის აგება

  აღწერა

მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ტერიტორიის რელიეფისა და არსებული ობიექტების შესახებ სანტიმეტრის სიზუსტით. დრონის სპეციფიური პარამეტრებით ფრენის შედეგად გადაღებული ფოტოების საფუძველზე, ფოტოგრამეტრიული პროგრამა ადგენს რელიეფის ციფრულ მოდელს (DEM/DSM), რაც უზრუნველყოფს ზედაპირის, კონტურული ხაზებისა და სტრუქტურების მაღალი სიზუსტით ასახვას. ასეთი რუკა იდეალურია ინჟინრული, სამშენებლო, არქიტექტურული და საკადასტრო მიზნებისთვის.

რას მიიღებთ

  • ტოპოგრაფიული რუკა DWG, DXF ან PDF ფორმატში: დეტალურად დატანილი რელიეფი, ობიექტები, გზები, კონტურული ხაზები და საჭიროებისამებრ სიმაღლის ნიშნულები.
  • ციფრული რელიეფის მოდელი (DEM/DSM): გამოყენებადია როგორც სივრცული ანალიზის, ისე მოცულობების გამოთვლისთვის.
  • კონტურული ხაზები: ცალკე შესაძლებელია კონტურული ხაზების ექსპორტი (მაგ. .shp ფორმატში) სხვადასხვა GIS პროგრამაში გამოსაყენებლად.
  • ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში): PDF ფორმატში მიწოდებული ანგარიში, რომელშიც მოცემულია რუკის მასშტაბი, გამოყენებული GCP-ები და RTK მონაცემები.

  გამოყენება

  • სამშენებლო და საინჟინრო პროექტების დაგეგმარება.
  • სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის დაგეგმარება და ანალიზი.
  • მიწის საკადასტრო შესწავლა და საკუთრების საზღვრის განსაზღვრა.
  • სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი.
  • ურბანული დაგეგმარება და გარემოს მონიტორინგი.

  ჩვენი უპირატესობა

  • სიზუსტე: 2-5 სმ ჰორიზონტალური და 5-10 სმ ვერტიკალური სიზუსტე RTK და საკონტროლო წერტილების გამოყენებით.
  • სწრაფი მოწოდება: ტოპორუკას მიიღებთ 3-5 სამუშაო დღის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშით.
  • მოქნილობა: შესაძლებელია მომსახურების გაერთიანება სხვა სერვისებთან.